შეტევის ქართული ტანდემი იტალიური სერია A-ს გუნდში?

AutoSharing Option
22 წლის გიორგი ჭანტურია ჯერჯერობით, უგუნდოდაა. ჩვენი ინფორმაციით, ის ხუთშაბათს მიფრინავს იტალიაში, სადაც იტალიური წყაროები მას სამ კლუბთან აკავშირებენ: "ბოლონიასთან", "ფროზინონესთან" და ლევან მჭედლიძის "ემპოლისთან".

Calciomercato-მ 30 თავისუფალი აგენტის სია გამოაქვეყნა, იმ უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელებიდან, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყვნენ იტალიური კლუბებისთვის. ამ სიაში ქართველი ფორვარდიცაა.

რამდენად შესაძლებელია, რომ სერია A-ში ფორვარდთა ქართული ტანდემი ვიხილოთ? იტალიური მედია ხომ "ემპოლისაც" ასახელებს ჭანტურიას შესაძლო მომავალ გუნდებს შორის.

2 სექტემბერს, იტალიის დროით შუაღამეს იწურება ვადა სერია A-ში წარსადგენი განაცხადებისა. თითოეულ გუნდში განაცხადში შესაძლებელია მხოლოდ
25 ფეხბურთელის შეყვანა (ამ კვოტის იქით შეიძლება მხოლოდ 21-წლამდელი ფეხბურთელების დამატება სარეზერვო გუნდიდან).

tuttomercatoweb.com-ის ცნობით, "ემპოლის" განაცხადი უკვე მზად არის და მასში 24 ფეხბურთელია. როგორც ხედავთ, "ემპოლი" ერთი ფეხბურთელის დამატებისთვის ადგილს იტოვებს.

და ერთი სახალისო ინფორმაციაც, რომელიც მჭედლიძეს ეხება - fantagazzetta.com-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა "სიმბოლური ნაკრები", რომელთა გვარებს იტალიაში სწორედ ვერასოდეს ამბობენ.

"მჭედლიძე - ამ გვარში დ თითქოს, სილამაზისთვისაა - იტალიელები, როგორც წესი, "მჭელიძეს" ამბობენ".

უცნაურგვარიანი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ კაცისაგან გაცილებით მეტს ელოდა ფეხბურთის გულშემატკივარი. თუმცა პირადად მე, როცა მის თამაშს ვაკვირდებოდი, ამის იმედი არასოდეს მქონია. ის დარჩება საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელად და იმდენ გუნდს გამოიცვლის, თვითონაც ტვლა აერევა. არად ბავშვობაში, მართლაც იმედის მომცემი იყო.
begi
11:42 03-09-2015
0
ორი ქართველი არაფრით არ შეიძლება უცხოურ კლუბში ერთად,დაღუპავენ ერთმანეთს,როგორც ოქრიაშვილ თარგამაძე,რადგან დაიწყება მერე წამო წავიდეთ რესტორანში,ქალებში წავიდეთ,დისკოტეკაზე,წამო აქაური ემოგრანტი ქართველები ვინახულოთ და მათთან ჩავთვრეთ ჯიგრულად და ა.შ
evdoshvili
10:46 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული