ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

CALCIOMERCATO: გიორგი ჭანტურიას სერია A-ს სამი კლუბი იწვევს

AutoSharing Option
CALCIOMERCATO-ს ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას დამატება სერია A-ს სამ კლუბს სურს: "ბოლონიას", "ფროზინონეს" და "ემპოლის".

"იტალიური კლუბები ბოლო საათების ტრანსფერებს ახორციელებენ, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ეხება თავისუფალ აგენტებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი 1993 წელს დაბადებული გიორგი ჭანტურიაა.

ჭანტურია ივლისში ახლოს იყო "ვერონასთან" ხელშეკრულების გაფორმებასთან, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ახლა ცნობილი ხდება ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რომ ჭანტურიათი სამი კლუბია დაინტერესებული: "ბოლონია", "ფროზინონე" და "ემპოლი". ეს კლუბები ცდილობენ გადაახალისონ შეტევის ხაზი და გააძლიერონ. ელოდეთ სიახლეებს ამ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ "ემპოლიში" თამაშობს ლევან მჭედლიძე.