ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ჭანტურია კვიპროსის "ანორთოსისში"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, კვიპროსულ "ანორთოსისში" გადავიდეს. ინტერესი არსებობს, დანარჩენი კი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

"ანორთოსისში" ამჟამად ორი ჩვენებური თამაშობს - ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია. კვიპროსის ჩემპიონატში გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს.

"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ ჰოლანდიელი სპეციალისტი ანდრე პაუსი. ის თავის დროზე "ვიტესის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა და აქედან გამომდინარე, ქართველის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს.

ჭანტურიას აქამდე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში, "ვიტესში", "ალანიასა" და "კლუჟში" უთამაშია. მას კონტრაქტი აკავშირებდა იტალიურ "ვერონასთან", თუმცა აპენინური გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება "კლუჟს", ჭანტურიამ ის კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ ჭანტურიას გაკვალულ გზაზე მოუწევს სიარული "ანორთოსისში" მისვლის შემთხვევაში - ამ გუნდის ცოცხალ ლეგენდად და ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მიიჩნევა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ