ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონსფორში" ჩაიშალა

AutoSharing Option
ბერძნული gazzetta.gr-ის ცნობით, გიორგი ლორიას ტრანსფერი "ოლიმპიაკოსიდან" "ტრაბზონსფორში" ჩაშლილია.

"ტრაბზონში" კრიზისი გამოიწვია მეკარე ონურ კივრაკის განცხადებამ, რასაც მოჰყვა სპორტული დირექტორის, სულეიმან ჰურმას განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ამბავი მწვრთნელ შოთა არველაძესაც შეეხო. ბოლოს ყველაფერი მოგვარდა, არც არავინ გადადგა, კივრაკიც დარჩა შავიზღვისპირა გუნდში.

ამის შემდეგ აღარ დასტურდება გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონში". სამაგიეროდ, შედგა შეთანხმება "ალკმაარის" კოსტარიკელ გოლკიპერ ესტებან ალვარადოსთან", - წერს ბერძნული გაზეთი.
ასევე დაგაინტერესებთ