"რეიმსში" ჯაბა კანკავას ტრანსფერის სავარაუდო ფასი გაირკვა

AutoSharing Option
fcdnipro.com-ის ინფორმაციით, 29 წლის ჯაბა კანკავას ტრანსფერის თანხა უკრაინულმა "დნიპრომ" და ფრანგულმა "რეიმსმა" უკვე შეათანხმეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ "რეიმსი" 1,2 მილიონ დოლარს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ "რეიმსი" ჯაბას სანაცვლოდ 800 ათას ევროს იხდიდა, "დნიპროს" კი  ქართველი 1,5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ეთმობოდა.

"ტრანსფერის დასრულებისთვის დარჩა დეტალები განსახორციელებელი. ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალებია", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "რეიმსთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ!
Gela
16:29 05-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული