ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რეიმსმა" და "დნიპრომ" მოილაპარაკეს: ჯაბა კანკავა სამი წლით!..

AutoSharing Option
"დნიპრო" და "რეიმსი" (საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა) უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებენ ჯაბა კანკავას ტრანსფერის თაობაზე.

უკრაინული და ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს ნაკრების კაპიტნის კონტრაქტი 3-წლიანი იქნება.

"რეიმსი" ჩვენებურის სანაცვლოდ 800 ათას ევროს იხდიდა, "დნიპროს" კი 29 წლის კანკავა 1,5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ეთმობოდა.

საბოლოოდ, კლუბები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, თუმცა რამდენია ამ კომპრომისის საფასური, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ