"რეიმსმა" და "დნიპრომ" მოილაპარაკეს: ჯაბა კანკავა სამი წლით!..

AutoSharing Option
"დნიპრო" და "რეიმსი" (საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა) უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებენ ჯაბა კანკავას ტრანსფერის თაობაზე.

უკრაინული და ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს ნაკრების კაპიტნის კონტრაქტი 3-წლიანი იქნება.

"რეიმსი" ჩვენებურის სანაცვლოდ 800 ათას ევროს იხდიდა, "დნიპროს" კი 29 წლის კანკავა 1,5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ეთმობოდა.

საბოლოოდ, კლუბები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, თუმცა რამდენია ამ კომპრომისის საფასური, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერი მდიდრული გუნდი არარის რეიმსი, უმეტესად აფრიკელები თამაშობენ და ყოველ წელს ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ლიგა1ში! ერთადერთი კარგი რაც შეიძლება დაინახო ამ ტრასფერიდან თუ თავი კარგად წარმოაჩინა ჯაბამ,შემდგომში უკეთეს კლუბში შეიძლება გადავიდეს მაქედან!
0
ტრანსფერ მარკეტზე საშვალო თანხებია. იქ ბევრია საანგარიშებელი, 1) რამდნეი ითამაშა 2) რამდენს ღებულობდა ფეხბურთელი) 3) რამდენი დარჩება ტრანსფერიდან ფეხბურთელს 4) რამდენი დარჩება გუნდს 5) და ბევრი სხვა. მე როგორც ვიცი რეიმსი მდიდრული გუნდია უბრალოდ თავის სკოლის ფეხბურთელებზეა აქცენტი. ჯობდა გერმანიაში გადასულიყო
MURTAZI
10:58 04-08-2015
0

სიახლეები პოპულარული