ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

gazzetta.gr: გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონში" ჰაერში გამოეკიდა

AutoSharing Option
gazzetta.gr წერს, რომ ქართველი გოლკიპერის, გიორგი ლორიას ტრანსფერი ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" "ტრაბზონსფორში" თურქულ კლუბში განვითარებული კრიზისული მოვლენების გამო ჰაერში გამოეკიდა.

"ურთიერთგაურკვევლობას მეკარე ონურ კივრაკსა და სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას შორის ერთი პერიოდი ამ უკანასკნელის გადადგომაც კი მოჰყვა. ამის შემდეგ თურქული მედია არველაძის გადადგომის შესახებაც იუწყებოდა, - წერს წყარო. - ბოლოს მომხდარი ამბები აუცილებლად იქონიებს გავლენას ლორიას ტრანსფერზე, რომლის გადაყვანაც შოთა არველაძეს "ტრაბზონში" ასე ძალიან სურდა".

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ ონური ევროპალიგის მატჩში საერთოდ არ ათამაშა და მის ნაცვლად კარში 19 წლის ფეხბურთელი
ჩააყენა. "მილიეთი" არ გამორიცხავს, რომ ონურმა კარიერა "გალათასარაიში" ან რომელიმე ინგლისურ კლუბში გააგრძელოს.
ასევე დაგაინტერესებთ