gazzetta.gr: გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონში" ჰაერში გამოეკიდა

AutoSharing Option
gazzetta.gr წერს, რომ ქართველი გოლკიპერის, გიორგი ლორიას ტრანსფერი ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" "ტრაბზონსფორში" თურქულ კლუბში განვითარებული კრიზისული მოვლენების გამო ჰაერში გამოეკიდა.

"ურთიერთგაურკვევლობას მეკარე ონურ კივრაკსა და სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას შორის ერთი პერიოდი ამ უკანასკნელის გადადგომაც კი მოჰყვა. ამის შემდეგ თურქული მედია არველაძის გადადგომის შესახებაც იუწყებოდა, - წერს წყარო. - ბოლოს მომხდარი ამბები აუცილებლად იქონიებს გავლენას ლორიას ტრანსფერზე, რომლის გადაყვანაც შოთა არველაძეს "ტრაბზონში" ასე ძალიან სურდა".

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ ონური ევროპალიგის მატჩში საერთოდ არ ათამაშა და მის ნაცვლად კარში 19 წლის ფეხბურთელი
ჩააყენა. "მილიეთი" არ გამორიცხავს, რომ ონურმა კარიერა "გალათასარაიში" ან რომელიმე ინგლისურ კლუბში გააგრძელოს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი კი არა .... ხარ შენ, ვინც არველაძეებს რეკლამას უკეთებს აი ის არის სამშობლოს მტერი, რადგან უღირსზე აქვთ გეზი აღებული ამ ვითომ ბიზნესმენებს, არადა ისინი არიან მხოლოდ ფულის ტომრები,თუ კაცები არიან რატომ არ დადგნენ კოკაიას , ფიფიას. და ივანიშვილის გვერდით. საქართველოს გადარჩენა ფეხბურთში ყველა ბიზნესმენის გაერთიანებას შეუძლია ახალ ფედრაცისთან ერთად..
შემფასებელი ქართლოსი ქუთაისელი.
16:07 01-08-2015
0
კაცი კი არა მთხლე ხარ შენ, ვინც არველაძეებს რეკლამას უკეთებს აი ის არის სამშობლოს მტერი, რადგან უღირსზე აქვთ გეზი აღებული ამ ვითომ ბიზნესმენებს, არადა ისინი არიან მხოლოდ ფულის ტომრები,თუ კაცები არიან რატომ არ დადგნენ კოკაიას , ფიფიას. და ივანიშვილის გვერდით. საქართველოს გადარჩენა ფეხბურთში ყველა ბიზნესმენის გაერთიანებას შეუძლია ახალ ფედრაცისთან ერთად..
შემფასებელი ქართლოსი
16:06 01-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული