"დნიპროს" მწვრთნელი: თუკი ჯაბა კანკავას წასვლა უნდა, მე რა ვქნა?

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ჯაბა კანკავას ფრანგულ კლუბ "რეიმსში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"თუკი ფეხბურთელს წასვლა სურს, მე რა შემიძლია გავაკეთო? კაცს თავისი შესაძლებლობების ევროპაში გამოცდა სურს. მით უმეტეს, ჯაბა "დნიპროს" მრავალი წლის განმავლობაში ემსახურა პატიოსნად და ალალად.

ასეთი შემსრულებლისგან უკვე რთულია ახლა მაქსიმუმი მოითხოვო. ცუდი ისაა, რომ მის ადგილზე შემცვლელი არ გვყავს", - თქვა მარკევიჩმა.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ტრანსფერის გამოცხადებას დღე-დღეზე უნდა
ველოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული