ოფიციალურად: ნიკა ძალამიძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და "რიზეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
პოლონური "იაგელონიას" ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ ნიკა ძალამიძემ და პატრიკ ტუშჩინსკიმ წარმატებით გაიარეს სამედიცინო შემოწმება თურქულ "რიზესფორში" და ამ გუნდის ფეხბურთელები გახდნენ.

ის, რომ ეს დუეტი "რიზეში" გადავიდოდა, უკვე ორშაბათს იყო ცნობილი. მათი ტრანსფერი დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო დაჯდა.

"ჩვენი ფეხბურთელების, ძალამიძისა და ტუშჩინსკის ტრანსფერთან დაკავშირებით გვსურს ვთქვათ, რომ კლუბს არ სურდა ზემოთაღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვა.

მაგრამ "რიზეს" შემოთავაზება ძალიან საინტერესო გამოდგა, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე კლუბისთვის.

მიღებული თანხებით კლუბი ახალ ტრანსფერებზეც იზრუნებს და მშენებარე ბაზასაც მიხედავს კრივლანახში", - წერს საიტი.

სხვათა შორის,
წასვლის წინ ფეხბურთელებს სამახსოვროდ გადასცეს "იაგელონიას" მაისურები.

ჯერჯერობით, "რიზესფორის" საიტს არ გამოუცხადებია ტრანსფერის შესახებ. თურქულმა გუნდმა 30 ივლისს დაასრულა ავსტრიული შეკრება და 3 დღე დასვენება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შენ იცი ნიკა
Unknown
10:24 31-07-2015
0

სიახლეები პოპულარული