ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძე: არ მითქვამს, რომ გადავდექი

AutoSharing Option
თურქული სპორტული მედიის მთავარი თემა კვლავ "ტრაბზონსფორში" შექმნილი კრიზისული სიტუაციაა. შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან გადადგა კლუბის სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა.


მედიის ცნობით, გადადგა შოთა არველაძეც, რომელიც ამას "რაბოტნიჩკისთან" თამაშის შემდეგ გამოაცხადებს, მიზეზად კი მან კულუარულ საუბრებში ის დაასახელა, რომ "ტრაბზონში" იგი ჰურმამ მიიწვია.

haber61-თან კომენტარში ქართველმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:

"არ მითქვამს, რომ გადავდექი. მსგავსი არაფერი მითქვამს. ახლა გუნდთან ერთად ვარ და ვემზადებით თამაშისთვის და გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ", - განაცხადა მან.
ასევე დაგაინტერესებთ