გიორგი პაპუნაშვილმა ბრემენის "ვერდერში" დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივლისს ბრემენის "ვერდერმა" ამხანაგურ მატჩში 7:0 გაანადგურა "ვილჰელმსჰავენი". ამ შეხვედრაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - მე-60 წუთზე შტენბერგის ნაცვლად მოედანზე "ვერდერის" ქართველი ახალწვეული გიორგი პაპუნაშვილი შემოვიდა.

ეს 19 წლის ქართველის სადებიუტო მატჩია "ბრემენელ მუსიკოსებში". იმ დროისთვის ანგარიში მხოლოდ 2:0 იყო "ვერდერის" სასარგებლოდ. ამის შემდეგ მანემ პოკერი შეასრულა მეტოქის კარში.

მატჩს 4 ათასი მაყურებელი დაესწრო. პაპუნაშვილმა "ვერდერში" 53-ნომრიანი მაისურით ითამაშა.

weser-kurier.de: "ვერდერის" რიგებში პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი პაპუნაშვილმა. "დინამოს" ფეხბურთელმა თავდამსხმელების უკან 30 წუთი დაჰყო მოედანზე. პაპუნაშვილმა მხოლოდ
ორშაბათს გააფორმა კონტრაქტი "ვერდერთან". ის ძირითადად შეუმჩნეველი იყო მოედანზე".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული