eurofootball.ru: "რეიმსმა" ჯაბა კანკავასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
ვებგვერდ eurofootball.ru-ს ცნობით, ფრანგულმა "რეიმსმა" დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან, ჯაბა კანკავასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და უახლოეს მომავალში კლუბებმა შესაძლოა გარიგება ოფიციალურად გააფორმონ.

წყაროს ცნობით, კანკავა უკრაინული გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირონ მარკევიჩის ნდობით აღარ სარგებლობს და ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ჩერნომორეცთან" მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა.

რაც შეეხება "რეიმსს", კლუბი უკვე რამდენიმე კვირაა კანკავას ტრანსფერზე მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული