გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ოფიციალურმა საიტმა და თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა "ფეისბუკის" გვერდმა უკვე დაადასტურეს გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერი.

"დინამოსა" და გერმანულ "ვერდერს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სეზონიდან ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" შემადგენლობაში ითამაშებს.

სატრანსფერო კონტრაქტი მოიცავს სასყიდლიან იჯარას, გამოსყიდვის უფლებას", - წერს "დინამოს" "ფეისბუკ-გვერდი".

"ვერდერის" ოფიციალური საიტის მიხედვით, პაპუნაშვილი არა ძირითად გუნდში, არამედ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

"ქართველი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს გუნდში, გამოსყიდვ
ის უფლებით. 19 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოდან" გადმოვიდა.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გიორგიმ არჩევანი ჩვენზე შეარჩია. ის 19 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილია. მას უკვე ნათამაშები აქვს საერთაშორისო მატჩები, ევროპალიგის შეხვედრები, ეროვნული ნაკრების მატჩიც. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, მეტოქე მცველებს პრობლემებს რომ უქმნის, ჩვენ კი მეტ შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა 23-წლამდელთა გუნდის დირექტორმა ტიმ ბოროვსკიმ", - წერს "ვერდერის" საიტი.

შეგახსენებთ, რომ ბრემენის "ვერდერის" მეორე გუნდი III ბუნდესლიგაში თამაშობს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავის გამოჩენის შემთხვევაში, პაპუნაშვილს ბუნდესლიგაში თამაშის შანსიც გაუჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე იმედია კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო პერიოდში პაპუნაშვილის გაყიდვიდან დინამოს რაღაც პროცენტი ეგრება, რომ წყალში არ ჩაიყაროს ამ ბიჭის გაზრდაში ჩადებული მატერიალური-დრო-ფიზიკური ინვესტიცია
irakli apkhaidze
13:00 28-07-2015
0
პაპუნ მაგარი კაცი ხარ, წარმატებებს გისურვებ. დინამოსგან კიდე რა გინდათ, ხო გამოზარდეს ეს ბიჭი კიდევ ბევრი კაი ბავშვი ყავთ და ზრდიან მომავალ თაობას სხვები რას აკეთებენ ან რა საქციელია ჯამრთელი კრიტიკა მაინც გქონდეთ, დაბოღმილი უმადურ ტექსტებს ვკიტხულობ უმეტესად. კაი სირცხვილია
0

სიახლეები პოპულარული