26 წლის ფორვარდმა ეს აღიარება გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. ვაწაძემ ქომაგთა ხმების 50 პროცენტი მიიღო და 7 პროცენტით აჯობა მეორეადგილოსან რასმუს ფელკს. მესამე ადგილზე პიონე სისტო გავიდა.
შეგახსენებთ, ვაწაძემ დუბლი შეუსრულა "ბრონდბიუს", რისი წყალობითაც მისმა "ორჰუსმა" დანიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს საშინაო მატჩი 2:1 მოუგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"