მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე ამ ქვეყნის ჩემპიონატის (სუპერლიგა) პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

26 წლის ფორვარდმა ეს აღიარება გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. ვაწაძემ ქომაგთა ხმების 50 პროცენტი მიიღო და 7 პროცენტით აჯობა მეორეადგილოსან რასმუს ფელკს. მესამე ადგილზე პიონე სისტო გავიდა.

შეგახსენებთ, ვაწაძემ დუბლი შეუსრულა "ბრონდბიუს", რისი წყალობითაც მისმა "ორჰუსმა" დანიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს საშინაო მატჩი 2:1 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული