5 ივლისს უკრაინულმა "ზორიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზაგრების "დინამოს" 2:2 დაუზავდა.
"ზორიას" რიგებში მე-60 წუთიდან ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ. შემოსვლიდან ხუთ წუთში ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით 2:1 დააწინაურა უკრაინული გუნდი.