"ტრაბზონის" დირექტორი: შოთა არველაძეს ევროპის ტოპკლუბები აკვირდებოდნენ

AutoSharing Option
შოთა არველაძე უკვე შეუდგა "ტრაბზონის" გაწვრთნას და ახალ გუნდთან ერთად ჰოლანდიური არნემის სიახლოვეს დაბანაკდა და შეკრება დაიწყო.

ამასობაში მედიას კიდევ ერთხელ ესაუბრა ქართველი ახალწვეულის შესახებ "ტრაბზონის" სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა.

"შოთა არველაძე კარგი ადამიანია, კარგი ხალხი კი ერთად კარგ საქმეს ქმნის. 19 წელიწადია, შოთას ვიცნობ - ის მუდამ ვითარდება.

დარწმუნებული ვარ, მომავალში შოთა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება. მას უკვე აკვირდებოდნენ ევროპის ტოპკლუბები. იმედი მაქვს, ჩვენ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ.

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძემ "ტრაბზონში" პირველი წვრთნა ჩაატარა [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
.. ფეხბურთელობისასაც ამოუჭედეს და ისე როგორ იქნება-ნაკრებშიც არ დანიშნონ ერტხელაც
ლაშა
12:51 06-07-2015
0
დარწმუნებული ვარ შოთის წარმატებაში. მას დიდი მომავალი ელის, როგორც მწვრთნელს.
koki
10:56 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული