ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძემ "ტრაბზონში" პირველი წვრთნა ჩაატარა [PHOTO]

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის გუნდ "ტრაბზონის" მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნულმა შოთა არველაძემ გუნდი ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანა და პირველი წვრთნაც გამართა.

"ტრაბზონი", რომელმაც თურქეთის სუპერლიგის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, შეკრებას ჰოლანდიის ქალაქ არნემში გადის.

42 წლის ქართველის სპეციალისტის მიერ, გუნდში ჩატარებულ პირველ წვრთნას თურქულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო და ფოტოსურათებიც გამოაქვენა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე "ტრაბზონის" ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1993-97 წლებში იცავდა. შოთას კონტრაქტი თურქულ გუნდთან ორწლიანია და მასში სეზონში 1,2 მლნ ევროს ოდენობის ხელფასია
გათვალისწინებული.
ასევე დაგაინტერესებთ