გიორგი ლორია: ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე "ოლიმპიაკოსის" ქომაგის თვალწინ

AutoSharing Option
ბერძნულმა საფეხბურთო კლუბმა "ოლიმპიაკოსმა" ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას დამატების შესახებ.

პირეოსული კლუბის ოფიციალურ საიტზე გიორგის კომენტარი გამოქვეყნდა:

"ძალიან მახარებს ის, რომ "ოლიმპიაკოსში" ვარ. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ მადლობა საკუთარი თამაშით გადავუხადო".

შეგახსენებთ, რომ ბერძნული ფეხბურთის გრანდი და 29 წლის ქართველი მეკარე ორწლიან კონტრაქტზე მანამდე შეთანხმდნენ და ხელიც მოაწერეს. მხარეთა სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ერთი სეზონით.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ლორია ხელფასად წლიურად 200 ათას ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული