ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ტრაბზონის" სპორტული დირექტორი: შოთამ ხუთი ენა იცის, დიახ, მისი დანიშვნა გვსურს

AutoSharing Option
"ტრაბზონის" სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ fotospor.com-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბს ახალ თავკაცად შოთა არველაძის მიწვევა სურს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობიდან გადადგა "ტრაბზონის" თავკაცი ერსუნ იანალი, ხოლო მის შემცვლელად თურქული მედია ერთხმად შოთა არველაძეს ასახელებდა.

"შოთა არველაძემ ხუთი ენა იცის, რაც მას უცხოელ ფეხბურთელებთან ურთიერთობას გაუიოლებს. დიახ, ჩვენ გვსურს მისი დანიშვნა", - განაცხადა ჰურმამ.

***
ამასობაში, თურქულ მედიაში გაჩნდა ახალი ცნობები, რომლის მიხედვითაც, შოთას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - 59 წლის გამოცდილი ჰოლანდიელი თავკაცი მარტინ იოლი.
ასევე დაგაინტერესებთ