Sportall.ge-ს "დღის კარიკატურა" იტალიურმა Pianeta empoli-მ აიტაცა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Pianeta empoli გამოეხმაურა ვაჟა სიმონიშვილის დღის კარიკატურას, რომელიც ლევან მჭედლიძის დუბლს მიეძღვნა მილანის "ინტერის" კარში.

"რა თქმა უნდა, საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ მათმა თანამემამულე ლევან მჭედლიძემ კვირას 2 გოლი გაიტანა მილანის "ინტერის" კარში. სამწუხაროდ, ამ გოლებმა გუნდს ქულა ვერ მოუტანეს, მაგრამ ფორვარდისთვის ძალზე საჭირო გოლები იყო.

Sportall.ge ექსსაბჭოეთის ერთ-ერთი ცნობილი პორტალია და ლევანის გოლებს ძალიან სიმპათიური კარიკატურით გამოეხმაურა, რომელშიც მჭედლიძე დარტსის ორ ისარს არჭობს მილანის "ინტერის" სამიზნეში.

მჭედლიძის უკან კალაძე ჩანს, რა თქმა უნდა, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი
ფეხბურთელი, ექსმილანელი.

სამიზნეში კიდევ ერთი ისარია, ყიფიანის, რომელმაც "ინტერს" 1977 წელს გაუტანა", - წერს Pianeta empoli.

ასევე იხილეთ:
დღის კარიკატურა: ლევან მჭედლიძის ორი გასროლა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია :)
Del Piero 10
14:37 03-06-2015
0

სიახლეები პოპულარული