გიორგი მერებაშვილმა ბერძნული "ატრომიტოსის" შეთავაზებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილმა ბერძნული "ატრომიტოსის" წინადადება უარყო. ამის თაობაზე ელადური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

ბერძნულმა კლუბმა 28 წლის მერებაშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა. "ატრომიტოსმა" ჩვენებურს წლიური ანაზღაურების სახით 100 000 ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

კრეტის ოფი-სთან განშორების შემდეგ უგუნდოდ მყოფი მერებაშვილის გადაბირებით "პანაიტოლიკოსი" და "ვერიაც" არიან დაინტერესებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები მერებ შენ გაცილებით უკეთეს გუნდს და პირობებს იმსახურებ :)
barca
20:05 29-05-2015
0
აბა გორის დილაში ამას არავინ ათამაშებს და იჯდეს ეგრე
gori
14:41 29-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული