ქართველები ევროპალიგის ფინალში: ჯაბა კანკავა - მოედანზე, მამუკა კვარაცხელია - სტადიონზე

AutoSharing Option
დღეს, 27 მაისს, ვარშავაში, "ნაროდოვეს" სტადიონზე ევროპალიგის ფინალი გაიმართება.

უკრაინის წარმომადგენელი "დნიპრო" ესპანურ "სევილიას" დაუპირისპირდება. დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში ჯაბა კანკავა ითამაშებს და ცხადია, ფინალის მოგებას შეეცდება.


ვარშავის სტადიონზე, ოღონდ მინდვრის მიღმა, კიდევ ერთი ქართველი, ჩვენი კოლეგა მამუკა კვარაცხელიაც იქნება. უეფას მედიაოფიცრის როლში, მას ჟურნალისტების საქმიანობის კოორდინაცია დაევალა.

კვარაცხელიამ 26 მაისს "დნიპროს" პრესკონფერენციასა და ვარჯიშს გაუწია ორგანიზება, დღეს კი უშუალოდ თამაშზე იქნება ორიენტირებული.

ბოლო მონაცემებით, ფინალს კიდევ ერთი ქართველი დაესწრება - უეფას
მატჩების დირექტორი დავით პეტრიაშვილი "დნიპროსა" და "სევილიას" ფინალურ ორთაბრძოლას საპატიო სტუმრის რანგში მიადევნებს თვალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული