ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძეს სერია A-ს ისტორიაში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლისთვის დააჯილდოებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" 25 წლის ფორვარდ ლევან მჭედლიძეს იტალიის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლისთვის დააჯილდოებენ.

22 მარტს, სერია A-ს 28-ე ტურში "სასუოლოსთან" გამართულ შეხვედრაში, მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლევანმა მეტოქის კარი მე-13,2 წამზე აიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე რეკორდი სერბ პრედრაგ მიატოვიჩს ეკუთვნოდა. მან "ბოლონიას" მე-14 წამზე გაუტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"