ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ევროპალიგის ფინალის წინ: "ოქროს საწმისის" დამცველი გველეშაპი ჯაბა კანკავა

AutoSharing Option
ახლოვდება ევროპალიგის ფინალი, რომელშიც ჯაბა კანკავას "დნიპრო" "სევილიას" შეხვდება.

ფინალი ვარშავაში, 27 მაისს გაიმართება. საიტმა sport.segodnya.ua-მ "დნიპროს" მწვრთნელ-ფეხბურთელები მითიური გმირების როლში გამოიყვანეს.

ჯაბა კანკავას გველეშაპის როლი ერგო, რომელიც "ოქროს საწმისის" სადარაჯოზეა.

"კოლხიდაში ბოროტი გველეშაპი იცავდა "ოქროს საწმისს", რომლის წასაღებადაც იაზონი და მისი მეგობრები მივიდნენ. არგონავტებმა მხოლოდ მას მერე მიაღწიეს მიზანს, რაც დააძინეს მცველი.

ქართველი კანკავას დაძინება იოლი არ არის. ჯაბამ შეიძლება ისე დააბიჯოს ფეხზე მეტოქეს, რომ მან სულ დაივიწყოს "ოქროს საწმისი".
ასევე დაგაინტერესებთ