ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძემ და ქართველმა ფეხბურთელებმა ბაქოს "ინტერი" დატოვეს

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ამ გუნდის ჩვენებურმა ფეხბურთელებმა - გიორგი ლომაიამ, ალეკო ამისულაშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დატოვეს. ეს მოხდა "ყარაბაღთან" მოგებული (2:1) შეხვედრის შემდეგ.

ბაქოური კლუბი უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაშია. ამის მიუხედავად, გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურს "ინტერი" დუბლებით ითამაშებს. მალე გახდება ცნობილი, სად გააგრძელებენ კარიერას ქართველი ფეხბურთელები. რაც შეეხება კახა ცხადაძეს, ის ახლა უკვე სრულად საქართველოს ნაკრებზე იქნება კონცენტრირებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ