თემურ ქეცბაიას სამი პირობა "სახლში" დასაბრუნებლად

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ kerkida.net-თან საუბარში თემურ ქეცბაიამ უკვე უარყო ფამაგუსტას "ანორთოსისში" დაბრუნების შანსი, კვიპროსული მედია ჯიუტად ამტკიცებს, რომ 6-წლიანი პაუზის მერე ქართველი სპეციალისტი "სახლში" ბრუნდება.

ქეცბაიამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ფუტსალის ღონისძიებაზე მიიწვია, თუმცა კვიპროსული მედია წერს, რომ ქეცბაია პოზიტიურად შეხვდა "ანორთოსისში" დაბრუნების პერსპექტივას".

sigmalive.com წერს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე, თემურ ქეცბაია სამ პირობას აყენებს:

1. კლუბის პრეზიდენტად უნდა დარჩეს ხრისტოს პაულაიდესი, რომელსაც ქეცბაია ბოლომდე ენდობა.

2. ქეცბაიას საქმიანობაში არ უნდა ჩაერიონ და გუნდი თავად უნდა დააკომპლექტოს.

3. ფეხბურთელებმა კუთვნილი ანაზღაურება
დროულად, ყოველგვარი დაგვიანებების გარეშე უნდა მიიღონ.

მხოლოდ ამის შემდეგ ქეცბაია, წყაროს ცნობით, გადაწყვეტს, დაბრუნდეს თუ არა "ანორთოსისში", რომელმაც ამ სეზონში ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუნდში ორი ქართველია: გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შურის, ბოღმის და უმადურობის ფუძემდებლების საყურადღებოდ!: თქვენი ფასი თემურ ქეცბაიას პატრიოტიზმი აქვს!
georgiano
02:45 25-05-2015
0
გიორგი, ე.ი მილიონები .... და ვინ
მისცა მილიონები ქოცებმა ??? საერთოდ
საიდან ასეთი ინფორმაცია ???? ქართველები
სანამ არ ისწავლიან ფულის გადახდას, არასოდეს არაფერში წარმატებები აღარ არ
ექნებათ....
Temur
12:04 24-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული