ვაკომ "ვიტესს" მოაგებინა - ევროპალიგისკენ სრული სვლით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიის ჩემპიონატში ევროპალიგაზე გასასვლელი პლეი ოფების დრო დადგა. "ვიტესმა" ნახევარფინალის პირველ მატჩში გასვლაზე 2:1 აჯობა "ზვოლეს".

სტუმართაგან 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მანამდე, 68-ე წუთზე, მან საგოლე პასი უბოძა ვეინოვიჩს. ყაზაიშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, ისევე, როგორც "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ.

ფინურ ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) "კოოტეპე" შინ დაუპირისპირდა ჰიფკ-ს და 1:2 დამარცხდა. წაგებულთა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ოსიტაშვილმა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: ვაკოს გოლმა "ფეიენოორდის" მეკარე გაშტერებული დატოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაკოს კი ვულოცავ,გამეხარდა,მაგრამ გვერდით რომ მცველი ედგა,ეტყობა დადებული ქონდა ვაკოს გოლის გატანაზე... :)
Zaza
23:13 22-05-2015
0
გუშინდელ თამაშზე 88 წუთზე შევედი და აუტი მოვაწოდე,ხომ გიხარიათ ჩემო ქართველებო
jano ananidze
23:08 22-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული