თორნიკე ოქრიაშვილი "გენკის" ვარჯიშიდან სახლში გაუშვეს

AutoSharing Option
nieuwsblad.be-ის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი "გენკის" ვარჯიშიდან დაითხოვეს და სახლში გაუშვეს.

მართალია, მას ტრავმა არ აქვს, მაგრამ ბელგიური წყაროს ცნობით, თვალში ინფექციის გამო ქართველ ფეხბურთელს ვარჯიში უჭირდა, ამიტომაც დასვენება გამოუწერეს.

9 მაისს "გენკი" "ვარეგემს" ეწვევა ბელგიის პირველობის უკანასკნელ მატჩში. ოთხგუნდიან ტურნირში "გენკს" 12 ქულა აქვს, ამდენივე ქულით პირველ ადგილზეა "მეხელენი". პირველ ადგილზე გასული ევროპალიგის საგზურისთვის პლეი ოფში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ფაქტია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაგრად რეგრესირებს. შრომას და სპორტულ ცხოვრებას თუ არ მოუმატა ნაკრებშიც დაკარგავს ადგილს, იქნება მორიგი დაკარგული "ნიჭიერი ქართველი". წარმატებები ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედს.
georgiano
03:16 06-05-2015
0
კაი, რა ქნას ახლა თქვენი შიშით ჯიბლიბოც აღარ გამოუვიდეს? :) მივიდა ვაჟკაცურად და ვარჯიშობდა და მწვრთნელმა გამოუშვა.

კარგი, ნიჭიერი ბიჭია ოქრი და იმედია ძალიან ბევრს მიაღწევს
0

სიახლეები პოპულარული