ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

protothema.gr: გიორგი ლორიას ტრანსფერი "ოლიმპიაკოსში" უკვე შეთანხმებულია

AutoSharing Option
ბერძნული მედიის მტკიცებით, გიორგი ლორიას გადასვლა პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გადაწყვეტილია.

protothema.gr წერს:

"საბერძნეთის თასის ფინალი ჩაივლის და კლუბში მიიღება გადაწყვეტილება ტრანსფერების შესახებ. როგორც ჩანს, უნგრელ ბალაშ მეიერსს კარში გიორგი ლორია შეცვლის. 29 წლის გოლკიპერმა კარგი სეზონი ჩაატარა ოფი-ში. ჩვენი ინფორმაციით, ეს ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია".

საბერძნეთის თასის ფინალი 17 მაისს გაიმართება, "ოლიმპიაკოსი" "ქსანთის" შეხვდება.