protothema.gr: გიორგი ლორიას ტრანსფერი "ოლიმპიაკოსში" უკვე შეთანხმებულია

AutoSharing Option
ბერძნული მედიის მტკიცებით, გიორგი ლორიას გადასვლა პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გადაწყვეტილია.

protothema.gr წერს:

"საბერძნეთის თასის ფინალი ჩაივლის და კლუბში მიიღება გადაწყვეტილება ტრანსფერების შესახებ. როგორც ჩანს, უნგრელ ბალაშ მეიერსს კარში გიორგი ლორია შეცვლის. 29 წლის გოლკიპერმა კარგი სეზონი ჩაატარა ოფი-ში. ჩვენი ინფორმაციით, ეს ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია".

საბერძნეთის თასის ფინალი 17 მაისს გაიმართება, "ოლიმპიაკოსი" "ქსანთის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამოაგდებს რობერტოს ძირითადიდან?ნუთუ ასე გაჭირდა კლუბის შერჩევა,სადაც ძირითადად მოიაზრებოდა?
zaza
10:27 06-05-2015
0
kritikosi-ს. სიტყვა მიქარა-ს განმარტება ასეთია -" სისულელის თქმა, სისულელის ჩადენა; სულელური, ტუტუცური საქციელი; სისულელე.". თუ ღმერთი გწამს მითხარი, რომელი ეღტი ასეთი საქციელი ჩაიდინა ლორიამ?
კაკო
09:40 06-05-2015
0

სიახლეები პოპულარული