ლეგიონი: სანდრო კობახიძე უკრაინაში დიდი სენსაციის მონაწილე გახდა

AutoSharing Option
უკრაინის პირველობაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა სანდრო კობახიძისა და თემურ ფარცვანიას "ვოლინმა". ლუცკელებმა საშინაო შეხვედრაში ფავორიტ "შახტარს" ქულა აართვეს. მატჩი 0:0 დასრულდა.

სანდრომ მინდორზე 90 წუთი გაატარა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფარცვანიამ კი მატჩი ძირითადში დაიწყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

"ვოლინმა" კარგი საქმე გაუკეთა კობახიძის ყოფილ გუნდ "დნიპროს". "შახტარი" მესამე ადგილზე დარჩა, "დნიპრო" კი - ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეორე საფეხურზე, ხოლო თავად "ვოლინი" მერვე ადგილზეა.

უკრაინის ჩემპიონატში ჩვენთვის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა. დონეცკის "ოლიმპიკმა" ზაპოროჟიეს
"მეტალურგი" მიიღო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

დონეცკელთა განაცხადში არ იყო უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე. "მეტალურგში" კი მატჩის 64-ე წუთზე გამოჩნდა უკრაინული პასპორტის პატრონი კიდევ ერთი ქართველი, ვალერიან გვილია, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვიხილოთ.

* * *
ლატვიის ჩემპიონატის მორიგ ტურში რიგის "სკონტო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ვენტსპილსს" ეთამაშა და საგარეო მატჩში ფრეს გამორჩა - 0:0. ამ შეხვედრაში არ უთამაშია "სკონტოს" 21 წლის ქართველ მცველ ლევან მახარაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული