morethanaclub.dk: მათე ვაწაძეს "ორჰუსში" დარჩენა დიდად არ სურს

AutoSharing Option
მათე ვაწაძე არ არის დარწმუნებული, რომ "ორჰუსში" მომავალშიც დარჩება. ეს მან morethanaclub.dk-ს განუცხადა:

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში, კონტრაქტით კიდევ 8 თვე ვეკუთვნი "ორჰუსს". ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდები კლუბის შემოთავაზებას", - განაცხადა დანიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა (15 გოლი).

როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელსაც დიდად არ სურს "ორჰუსში" დარჩენა, რომელიც მეორე ადგილზეა და ელიტის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს:

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მსურს თუ არა აქ დარჩენა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ქართველმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული