hereisthecity.com: ვაკო ყაზაიშვილი - ის შეიძლება "სიტის" ახალი ქინქლაძე გახდეს!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივართა საიტი hereisthecity.com აქვეყნებს ჯეკ ბერესფორდის სტატიას, სათაურით: "არის თუ არა ეს ბიჭი ახალი გიო ქინქლაძე, რომელსაც "სიტის" ფანები დიდხანს ელიან".

* * *
"ვაკო ყაზაიშვილმა ბოლოს თავი გამოიჩინა ეროვნულ ნაკრებში და არნემის "ვიტესის" რიგებში კარგი თამაშით, რის შემდეგაც მას უკვე ადარებენ "ცისფერთა" საკულტო გმირს.

"მანჩესტერ სიტის" ფანებს დიდად გასახარი წლები არ ჰქონდათ 1995-98 წლებში. ამ პერიოდში გუნდმა პრემიერლიგაც კი დატოვა, მაგრამ მაშინ ფანებს ერთი დიდი პოზიტივი ახარებდათ - "სიტიში" ქართველი გიორგი ქინქლაძე თამაშობდა.

თბილისის "დინამოდან" აყვანილმა აღმოსავლეთევროპელმა პლეიმეიქერმა
"მეინ როუდზე" მალევე დაიმკვიდრა ადგილი ფანების გულებში. მისი ვირტუოზული თამაში და გოლები ანათებდა "სიტის" ისტორიის იმ საკმაოდ ბნელ პერიოდს.

ბევრს ახსოვს 1995/96 წლების სეზონში "ასტონ ვილას" კარში მის მიერ გატანილი ბურთი, მისი სოლო-გოლი "საუთჰემპტონის" კარში. ამ გოლმა თვის საუკეთესო გოლის პრიზი მიიღო. მან 106 მატჩში "სიტის" მაისურით 20 გოლი გაიტანა, სანამ ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდოდა.

"მანჩესტერ სიტის" ფანებს ხშირად უთქვამთ, რომ მათ გუნდში ქინქლაძის დარ ფეხბურთელს აღარ უთამაშია, მაგრამ შესაძლოა, ისინი დაფიქრდნენ და საქმეში ნახონ 22 წლის ვაკო ყაზაიშვილი.

ნახევარმცველი "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მისი ყველა ყაიდის გოლები სწორედაც მეტყველებს, რომ მისი ქინქლაძესთან შედარება შესაძლებელია.

ამ სეზონში მან 33-ჯერ მოირგო "ვიტესის" მაისურა და 9 გოლი გაიტანა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ახალგაზრდისთვის მართლაც რომ კარგი სეზონია. ეს კიდევ ერთხელ ეროვნული ნაკრების მატჩში დამტკიცდა, როცა მალტელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილი ცნობილია კარგი დრიბლინგით, შორეული დარტყმებით. ახლახან მან "დორდრეხტის" კარი ორჯერ დალაშქრა 3:0 დასრულებულ შეხვედრაში.

ქართველი ფეხბურთელი კარგი მეპასეცაა და მისი შედარება შეიძლება დაუმუშავებელ ალმასთან. მართალია, "მანჩესტერ სიტიში" ყაზაიშვილის გადასვლა ჯერ არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ახლო მომავალში მის სახელს ერთ-ერთ დიდ ევროპულ გუნდში გაიგებთ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყაზაიშვილი ძაან კარგი ბიჭია, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში მაგრად მოუმატა. მაგრამ მისი შედარება "ნიჭის გამნიავებელ" ქინქლაძესთან ამ ეტაპზე უადგილოა. თუმცა არაა გამორიცხული ვაკომ გიოზე უკეთესი კარიერა გაიკეთოს. წარმატებები ყაზაიშვილს!
georgiano
04:50 08-05-2015
0
"მისი შედარება შეიძლება დაუმუშავებელ ალმასთან."
ალმა ვინ არის? ან სად თამაშობს?:)
giorgi
01:35 30-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული