ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: გიორგი ჭანტურიამ ოსტატური პენალტით მეკარეს "დასცინა" [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: კლუჟის დერბი
1-ელ აპრილს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ჩემპიონატსა თუ თასზე ითამაშა.

რუმინეთის თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში (კლუჟის დერბი) ერთმანეთს "უნივერსიტატია" და "კლუჟი" დაუპირისპირდნენ. თანაქალაქელებს შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. შეხვედრაში კი ნაკრებმოვლილი გიორგი ჭანტურია სტუმართა შორის 83-ე წუთზე გამოჩნდა.

საპასუხო მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლები არ გასულა, "საფეხბურთო ლატარიაში" კი "უნივერსიტატიამ" იმარჯვა - 4:2.

ჭანტურიამ თავისი წილი პენალტი კი გამოიყენა, თან ძალიან ოსტატურად - მეკარის მოძრაობის საპირისპირო მხარეს ბურთს ოდნავ მიჰკრა ფეხი და შეაგორა, მაგრამ მისი
გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" საშინაო შეხვედრაში აზალ-ს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო. აზალ-ის ქართველი მცველი ლაშა კასრაძე მინდორზე მე-80 წუთზე შევიდა.

ტურის მატჩს დღეს, 2 აპრილს, ჩაატარებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი", რომელიც ჩემპიონატის ლიდერ "ყარაბაღს" სტუმრად დაუპირისპირდება.

ბაქოს "ინტერი" 43 ქულით მეორე ადგილზეა, ჩიხრაძის გუნდი "სიმურგი" კი 35 ქულით - მეოთხეზე.

* * *
უკრაინის თასის ნახევარფინალის საგზური ჯიბეში უდევს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს", რომელმაც მეოთხედფინალის პირველ, საგარეო მატჩში 4:0 მოუგო ოდესის "ჩერნომორეცს".

ნაკრებში დამაშვრალი ჯაბა კანკავა სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა, "ჩერნომორეცის" თადარიგში კი "მეზღვაურთა" ქართველი ახალწვეული გიორგი გადრანიც იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ