ლადო დვალიშვილმა "ოდენსეს" დუბლებში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატის მეათეადგილოსანი "ოდენსეს" შემადგენლობაში იშვიათად ჩანს ქართველი ფორვარდი ლადო დვალიშვილი.

წლეულს ძირითად გუნდში ქართველს არ ათამაშებდნენ და მხოლოდ ბოლო ტურში (20 მარტს) შემოუშვეს შეცვლაზე "ესბიერგთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში.

ახლა სანაკრებო პაუზაა და ლადომ პრაქტიკის მიღების მიზნით, კვლავ ითამაშა "ოდენსეს" სარეზერვო გუნდში, დუბლების ლიგაში.

"ოდენსე" "ზელანდთან" 3:4 კი დამარცხდა, მაგრამ ჩვენებურმა დუბლით გამოიჩინა თავი. 50-ე წუთზე მან 0:3-ზე გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ "ოდენსემ" კიდევ გაუშვა გოლი და წააგო.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა დუბლებში წინა ტურშიც გამოიჩინა თავი გოლით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლადო ძმაო მიაწექი, შენ ბევრი შეგიძლია ნაკრებში დაბრუნაბას გისურვებ ახლო მომავალში.
gizog
17:16 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული