ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაია: პაოკ-ზე უარის თქმა ძნელია

AutoSharing Option
inpaok.com-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ექსთავკაც თემურ ქეცბაიასთან.

ჩვენთვის საინტერესო ამ ინტერვიუში მედიაში გავრცელებული ხმებია, თითქოს, ქართველი მწვრთნელი სალონიკის პაოკ-ის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

პაოკ-ი ამჟამად მე-3 ადგილზეა ბერძნულ სუპერლიგაში 54 ქულით და მას გეორგიოს გეორგიადისი წვრთნის.

"ოფიციალურად არაფერია, არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკება. არაოფიციალურად 15-20 წინადადება მაქვს მიღებული, ოფიციალურად - 4-5.

იყო წინადადებები, რომლებსაც დავეთანხმე, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. როცა ისეთ კლუბზე ვლაპარაკობთ, როგორიც პაოკ-ია, მხოლოდ ერთეულები თუ იტყოდნენ უარს წინადადების მიღების შემთხვევაში", - განაცხადა ქეცბაიამ.  
ასევე დაგაინტერესებთ