მურატ იაკინი: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ პრომესი-ჯანო-დავიდოვის შემტევი სამეული შევცვალო

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა დედაქალაქურ დერბიში "ტორპედოსთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ თამაში შეაფასა, სადაც თავისი გუნდის შეტევის ხაზსაც შეეხო.

ამ შეხვედრაშიც, ისევე, როგორც წინა ტურის მატჩში მოსკოვის "დინამოსთან", ჯანო ანანიძემ თამაში მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში დაიწყო.

იაკინს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა პრომესი-ჯანო-დავიდოვის სამეული "სპარტაკისთვის" საუკეთესო ვარიანტი შეტევაში.

"დინამოსთან" შეხვედრაში ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. აღნიშნული სამეული ძალიან სწრაფი ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებსაც შესანიშნავად ესმით ერთმანეთის, კარგად მუშაობენ უბურთოდაც და ზრუნავენ პრესინგზეც.

ამ დროისთვის ვერ ვხედავ მიზეზს, რომ აქ რამე შევცვალო",
- აღნიშნა "სპარტაკის" თავკაცმა.

მომდევნო მატჩი "სპარტაკს" რუსეთის პრემიერლიგაში შინ "ყუბანთან", 4 აპრილს აქვს და დიდი ალბათობით, ქართველ ჰავბეკს კვლავაც ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ჯანო აბა შენ იცი
დიტო
19:30 23-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული