ლევან მჭედლიძემ პრედრაგ მიატოვიჩის რეკორდი მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
"ემპოლი"-"სასუოლოს" თამაშში ლევან მჭედლიძემ გოლით გამოიჩინა თავი, რომელიც სერია A-სთვის სარეკორდოდ სწრაფი გამოდგა.

ლევანი მოედანზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად შევიდა 58-ე წუთზე. ზუსტად 13,20 წამის გასვლის შემდეგ ჩვენებურმა ახლო მანძილიდან "ემპოლის" მეორე გოლი გაიტანა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა - 3:1.

შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს აქამდე ყველაზე სწრაფად 14,28 წამში ჰქონდა გატანილი. ძველი რეკორდი 2000/01 წლების სეზონში "ფიორენტინა"-"ბოლონიას" მატჩში მოხდა და ის ფლორენციელთა გოლეადორ პრედრაგ მიატოვიჩს ეკუთვნის.

"პიანეტა ემპოლის" შეფასებებით, ქართველმა ფორვარდმა 10-ბალიანი სისტემით 7 ბალი დაიმსახურა.

"რეკორდულ გოლთან ერთად, თანაგუნდელებთან კარგად ურთიერთობდა მოედანზე.
მჭედლიძემ ემილიელთა გუნდის დაცვას ბევრი თავსატეხი გაუჩინა", - წერს გამოცემა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული