შოთა არველაძე: ევროსაგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
radikal-თან ინტერვიუში სტამბოლის "ქასიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძე არ კარგავს იმედს, რომ მისი გუნდი საბოლოოდ შეძლებს ევროსაგზურის მოპოვებას.

შოთამ კლუბი ბოლო ორ სეზონში მე-6 ადგილზე გაიყვანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"დიახ, რიტმიდან ამოვვარდით, მაგრამ ჩვენ არც ისე დავშორდით მიზანს. "ქასიმფაშა" იბრძოლებს ბოლო ტურამდე, რომ ევროასპარეზის საგზური მოიპოვოს.

დღეისათვის "ქასიმფაშა" თურქულ სუპერლიგაში 28 ქულით მე-8 ადგილზეა და ევროზონას 10 ქულით ჩამორჩება. 6 მარტს "ქასიმფაშა" "ახიშარს" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან გუნდში თამაშობს 19 წლის მცველი ლაშა დვალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული