ბაქოს "ინტერის" ბოსი: ჩვენთვის პატივია, რომ კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში მიდის

AutoSharing Option
day.az-თან საუბარში ბაქოს "ინტერის" საპატიო პრეზიდენტმა და რეალურმა ბოსმა ჯახანგირ გაჯიევმა კახა ცხადაძის გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა:

"სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დატოვებს თავის პოსტს. ჩვენთვის პატივია, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიდის სამუშაოდ. ამასთან, კარგად ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი "ინტერისთვის".

ვინ იქნება მისი შემცვლელი "ინტერში"? ამის შესახებ ჯერ მეც კი არ ვიცი. ბოსნიელი სპეციალისტი პუსიჩი მხოლოდ მისი ასისტენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ცხადაძის წასვლის მერე ის აუცილებლად მთავარი მწვრთნელი გახდება", - განაცხადა გაჯიევმა, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მმართველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული