გია გრიგალავათი გერმანული ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გია გრიგალავას გარშემო ატეხილი სკანდალი მახაჩყალის "ანჟისთან" გაყრით დასრულდა, საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი უგუნდოდ დარჩა.

გრიგალავა თავისუფალი აგენტია და ამ სტატუსით უკვე ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა - თუნდაც, სეზონის მსვლელობისას. მაგრამ რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" 28 თებერვალს დაიხურა და როგორც რუსული გამოცემები წერენ, გრიგალავამ პრემიერლიგაში მოწყობა ვერ მოახერხა, არადა, "როსტოვის" გარდა, მას მოსკოვის "ტორპედოც" იწვევდა.

ჩვენი ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ გრიგალავამ კარიერა ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გააგრძელოს. მას კონტრაქტს სთავაზობს საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-ი, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი
საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ივან სავიდია. თანაც, სავიდი "როსტოვის" ექსპრეზიდენტია და ქართველ მცველს კარგად იცნობს - გრიგალავა ხომ ამ კლუბის გაზრდილია...

მაგრამ გრიგალავას ეს ვარიანტი არ ხიბლავს. ფეხბურთელი და მისი მენეჯერი ახლა რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და რამდენიმე ვარიანტი აქვს - შეუძლია, ნიუ იორკის "რედ ბულში" გადავიდეს, სადაც ახლახან ტიერი ანრი თამაშობდა.

ამას გარდა, გრიგალავას პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიშში", პოლონურ "ლეგიაში", შვეიცარიულ "ბაზელსა" და "ციურიხში", ასევე ესპანურ "ბეტისშიც" იწვევენ. მაგრამ ახლა გრიგალავა ყველაზე მეტად გერმანელების პასუხს ელის - ჩვენი ინფორმაციით, ქართველი მცველის აყვანით ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა და მასაც კარიერის გაგრძელება ყველაზე მეტად გერმანიაში სურს.

სანამ გრიგალავა დაინტერესებულ კლუბებთან ურთიერთობას არკვევს, მანამდე როსტოვში ცხოვრობს, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ ღირსეულ კლუბში ჩაირიცხება.

* * *
და კიდევ, როსტოვის ქართულმა დიასპორამ გრიგალავა 2014 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელა. დაჯილდოებას ის პირადად ესწრებოდა, საზეიმო საღამო კი როსტოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. გრიგალავას საპატიო დიპლომი და ხატი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონმა ჯამბულ ძაძამიამ და მინი-ფეხბურთის კლუბ "ივერიას" (ასეთი ქართული კლუბიც არსებობს როსტოვში და მასზე უახლოეს ნომერში მოგითხრობთ) ხელმძღვანელმა შოთა მებონიამ გადასცეს.
Sportall.Ge
ყველამ იცის, რომ "ანჟისთან" გართულებული ურთიერთობის გამო, შემოდგომაზე გრიგალავას არ ათამაშებდნენ და წლის ფეხბურთელად მისი დასახელება უცნაურია. ცხადია, ეს უფრო თანადგომის ჟესტი იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Ra bogmianebi xart ra gchirt qartvelebi ar xart? Imis magivrad rom gagixardet da warmateba usurvot tqven tqveni shuri unda gamoxatot da anaxot yvelas. Warmatebebi gruzin...
garshkovi
15:06 09-03-2015
0
ძაძამია, მებონია, გრიგალავა. გატანა იციან აბა რა არის ეს? :)))
giorgi
21:55 06-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული