ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა

AutoSharing Option
goal.com-მა გამოაქვეყნა სერია A-ს იმ ფორვარდების სია, რომელთაც მეტისმეტად გაუგრძელდათ უგოლო სერია.

ამ სეზონში ყველაზე დიდი "მშრალი სერია" "კალიარის" ფორვარდ სამუელე ლონგოს აქვს - 815 წუთი უგოლოდ.

მეორე ადგილზე "პარმას" ფორვარდი იცხაკ ბელფოდილია - 670 წუთი. მესამე ადგილზე კი "ინტერში" ახლახან გადასული ლუკას პოდოლსკია - 559 წუთი.

სამწუხაროდ, ლიდერთა შორის არის ლევან მჭედლიძეც - "ემპოლის" ფორვარდს 513 წუთია, გოლი ვერ გაუტანია ჩემპიონატში (დეკემბერში გოლი მან იტალიის თასზე გაიტანა). ამ მაჩვენებლით ის მეხუთე ადგილზეა - ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, "ლაციოს" კეიტას "ჩამორჩება".

"მოწინავე" ათეულში ისეთი მაღალი დონის ფორვარდები არიან, როგორებიც სამუელ ეტო'ო და ალესიო ჩერჩი არიან.