ბოიკოტი ოფი-ს: მერებაშვილი და ლორია "ქსანთისთან" არ ითამაშებენ

AutoSharing Option
ბერძნული სუპერლიგის ოფი-ში ფინანსური მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია, ფეხბურთელებს ნახევარი წლის დავალიანებას ვერ უსტუმრებენ.

ოფი-ს 10 ქულა დააკლდა და 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა სუპერლიგაში. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა დროებით შეჩერებულია.

5 მარტს ქართველთა გუნდს "ქსანთისთან" სათასო თამაში ელის, რომელშიც ქართველი ლეგიონერები, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი 1/4-ფინალური მატჩი 1:1 დასრულდა.

gentikoule.gr-ის ცნობით, გიორგი მერებაშვილმა უკვე აცნობა მწვრთნელ ნიკოს ანასტოპულოსს, რომ არ ითამაშებს "ქსანთის" წინააღმდეგ. მიზეზი, დაპირებების მიუხედავად, ხელფასის გადაუხდელობაა.

ამის გამო ოფი 13 ფეხბურთელის ამარა
რჩება "ქსანთის" წინააღმდეგ მატჩში, რომელთაგან 2 გოლკიპერია.

"ქსანთისთან" არ იქნება ლორიაც, რომელმაც გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრება, რადგან მეუღლე ავად ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული