თებერვლის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
გთავაზობთ თებერვლის თვის სამ საუკეთესო ქართველ ლეგიონერს ჩვენი საიტის რედაქციის ვერსიით.

10 ქულით გაიმარჯვა "დნიპროს" 28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ. 9 ქულა მიიღო "ვიტესის" შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. მესამეზე გავიდა ბერძნული ოფი-ს შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი.

პირველი ადგილი
ჯაბა კანკავა - დნიპრო (უკრაინა), 28 წლის, 2 თამაში, 1 გოლი

მართალია, ჯაბა კანკავამ სულ ორი ოფიციალური მატჩი ითამაშა, მაგრამ ეს იყო ევროპალიგის 1/16-ფინალის დაპირისპირება "ოლიმპიაკოსთან". ჯაბამ პირველ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

ეს იყო პირველი ქართული გოლი ევროთასებზე ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, თუ საკვალიფიკაციო
ეტაპებს ჩავთვლით; თუ არა და, პირველი გოლი 4-წლიანი პაუზის მერე. ბოლოს, 2011 წლის თებერვალში გაიტანა ჯანო ანანიძემ ("ბაზელის" წინააღმდეგ).

მეორე ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), 22 წლის, 6 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი

ვაკომ ბევრი და ძალიან კარგად ითამაშა "ვიტესის" შემადგენლობაში - თან 6-ვე მატჩი თებერვალში მისმა გუნდმა მოიგო. ქართველის ანგარიშზე ორი გოლი და 1 საგოლე პასია.

მესამე ადგილი
გიორგი მერებაშვილი - ოფი (საბერძნეთი), 28 წლის, 4 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი

ყაზაიშვილის ანალოგიური შედეგი აქვს (2 გოლი და 1 პასი) გიორგი მერებაშვილს, რომლის ოფი-ც დიდ ფინანსურ კრიზისშია საბერძნეთში.

თვის საუკეთესო ლეგიონერობაზე ნომინანტები ასევე იყვნენ: ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), კახა ალადაშვილი (სკა ენერგია, რუსეთი) და გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია).

13 გოლი და 7 დებიუტი
თებერვალში 13 ქართული გოლი გავიდა, რაც დიდი წინსვლაა გასულ თვესთან შედარებით (5 გოლი).

ამ თვეში შედგა 7 დებიუტი: გიორგი პაპავა (ნეა სალამინა), გურამ თეთრაშვილი (ტოსნო), ლაშა დვალი (ქასიმფაშა), ირაკლი შეყილაძე (სუდტიროლი), ირაკლი სირბილაძე (კუპს-ი), გიორგი ალავერდაშვილი (ზავიშა) და დავით დარციმელია (სპარტაკუსი).

გთავაზობთ 2015 წლის გამარჯვებულებს:

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე

ასევე იხილეთ:
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული