ჯანო ანანიძე "აკადემისკთან" მატჩს მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში დაიწყებს

AutoSharing Option
3 მარტს, თურქულ შეკრებაზე მყოფი მოსკოვის "სპარტაკი" ბოლო საკონტროლო შეხვედრას დანიურ "აკადემისკთან" გამართავს. სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს მოსკოველთა გუნდის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელმაც მცირე ტრავმის გამო რამდენიმე სპარინგი გამოტოვა.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ქართველისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა გადაწყვიტა და კლუბს მისი სხვა გუნდში გაშვება გადააფიქრებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული