გურამ კაშია დისკვალიფიცირებულია და "ვიტესს" მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" დიდებულად თამაშობს, გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და 40 ქულით უკვე მეხუთე ადგილზეა.

ბოლო ტურში "ვიტესს" გუნდის კაპიტანი გურამ კაშია საგოლე პასით შეეწია, თუმცა მომდევნო ტურში, 7 მარტს "ჰერაკლესის" წინააღმდეგ ქართველი ვერ ითამაშებს.

კაშიას ტრავმა არ მიუღია, მას უბრალოდ, სეზონში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ავტომატურად დისკვალიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" კიდევ ერთი ქართველი, ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძმურად, სადმე დაწერე რა ის ხელით თამაში რა იყო?? გოლიც რომ შეგეგდო ან ეგეთი გოლი რად გინდა?? კაპიტანი ეგეთ სულელურ რამეებს არ უნდა აკეთებდეს.
odala
20:12 03-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული