გურამ კაშიას საგოლე გადაცემა და "ვიტესის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "ზვოლე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

დაწინაურება სტუმრებმა მე-4 წუთზე მოახერხეს, თუმცა 30 წუთის შემდეგ კაშიას პასით ბერტრანდ ტრაორემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე კი დეივი პროპერმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

კაშიამ და ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტესს" 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული